საქართველოში გერმანული კორპორაციის წარმომადგენლობა გაიხსნება
გერმანული მულტინაციონალური კორპორაცია საქართველოში წარმომადგენლობას გახსნის, – ეს გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილისა და SAP Labs China-ს აღმასრულებელი დირექტორის, კლას ნოიმანდის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.
შეხვედრა დალიანში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
დიმიტრი ქუმსიშვილმა კლას ნოიმანდს საქართველოში არსებული ბიზნესგარემო გააცნო და ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროექტებზე ესაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, წარმომადგენლობის გახსნა ორივე მხარისთვის მომგებიანი და საინტერესო იქნება.
ინფორმაციისთვის: SAP არის გერმანული კორპორაცია, რომელსაც აქვს რეგიონალური წარმომადგენლობა მსოფლიოს 130 ქვეყანაში. კორპორაციის შემოსავალი შეადგენს 17,56 მილიარდ ამერიკულ დოლარს. 2014 წლის მონაცემებით, კორპორაციაში 74,400 ადამიანია დასაქმებული.