კრინიცას ეკონომიკურ ფორუმზე ინოვაციების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ქაშიბაძე პოლონეთის ქალაქ კრინიცაში მიმდინარე ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა.
ირაკლი ქაშიბაძემ მონაწილეობა მიიღო პლენარულ სესიაზე “ევროპისა და აზიის ტექნოლოგიური სააგენტოები – თანამშრომლობა ინოვაციებისთვის.”
გამოსვლაში სააგენტოს ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის მშენებლობაში ინოვაციების წახალისების განსაკუთრებულ როლს და გამოხატა მზაობა თანამშრომლობისა და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებისთვის.
ირაკლი ქაშიბაძის თქმით, უმნიშვნელოვანესია, საქართველოს შესახებ ინფორმაცია ევროპაში ისეთი საერთაშორისო დონის ფორუმებიდან და ტრიბუნებიდან ისმოდეს, როგორიც კრინიცას 25-ე ეკონომიკური ფორუმია.
კრინიცას 25-ე ეკონომიკური ფორუმი პოლონეთის ქალაქში ყოველწლიურად იმართება. წელს რიგით 25-ე კონფერენცია ჩატარდა, რომელშიც მსოფლიოს 60 ქვეყნიდან 3000-ზე მეტი სტუმარი – პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ლიდერები მონაწილეობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები