მედიაში სააკაშვილის ხელფასის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა

 

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა საოლქო ადმინისტრაციის საშტატო განრიგი გამოაქვეყნა.
გუბერნატორის განკარგულების საფუძველზე ადმინისტრაციაში 81 ადამიანი მუშაობს. მათი მთლიანი ხელფასი 1,5 მილიონ გრივნას შეადგენს. საშუალო ხელფასი კი – 1 543 გრივნას, ანუ 70 აშშ დოლარს.
დოლარის ეკვივალენტში სააკაშვილის ხელფასი 254 დოლარს შეადგენს, მისი მოადგილის ვლადიმერ ჟმაკის სარგო – 226 დოლარს. სააკაშვილის მრჩეველების მარია გაიდარის და ალექსანდრე ბოროვიკის ხელფასი თვეში 55 დოლარია.
ამასთანავე, გამოცემა „დუმსკაია“ წერს, რომ სააკაშვილის ხელფასი აშშ-ში, ოდესის გუბერნატორის პოსტზე დანიშვნამდე წელიწადში 200 ათას დოლარს შეადგენდა, რასაც ლექციების და საჯარო გამოსვლების ჰონორარებიც ემატებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები