საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე აჭარის სატყეო სააგენტოს თანამშრომელი, მალხაზ ბოლქვაძე დააკავა. “გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა შუახევის მუნიციპალიტეტში, დიდი ოდენობით ხე-ტყის მასალის უკანონოდ მოჭრის, დამზადებისა და ბათუმამდე ტრანსპორტირებაში მფარველობის სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო 500 ლარი. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახეთ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9 წლამდე ვადით“, -აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.