საქართველოს პრეზიდენტი პირველ ლედისთან ერთად ბათუმში საზეიმო მიღებას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პირველ ლედისთან მაკა ჩიჩუასთან ერთად, დღეს ქალაქ ბათუმში საზეიმო მიღებას დაესწრო.

საზეიმო მიღება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეთა პატივსაცემად გაიმართა და მას 40 ქვეყნის დელეგაცია დაესწრო.
სტუმრებს შორის იყვნენ ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეები, ვენეციის კომისიის წევრები, საქართველოს მთავრობის და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები.

საღამოს ასევე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დაესწრნენ.
9-12 სექტემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ქალაქ ბათუმში საერთაშორისო კონფერენციას ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონგრესის ფარგლებში გამართავს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები