საჩხერის საავადმყოფოს ახალი მმართველი ჰყავს

საჩხერის საავადმყოფოს ახალი დირექტორი ჰყავს. ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ კლინიკის თანამშრომლებს ახალი მმართველი თავად წარუდგინა. ეკატერინე ტიკარაძე მოვალეობის შესრულებას უკვე დღეიდან შეუდგება.
ის არა მარტო საჩხერის საავადმყოფოს, არამედ მთლიანად არასამეწარმეო არაიურიდიული პირი „დოსტაქარის“ აღმასრულებელი დირექტორი გახდა. კავშირი კლინიკის გარდა მოიცავს ამავე ტერიტორიაზე მდებარე სასტუმრო „მედიჰაუსს“, რომელიც რეზიდენტებისა და საავადმყოფოში მომუშავე მედპერსონალისთვის არის განკუთვნილი და – ურეკის ემერჯენსს.
ეკატერინე ტიკარაძე საჩხერის საავადმყოფოში, როგორც მოწვეული კონსულტანტი, 2009 წლიდან მუშაობს. მანამდე ის გერმანიის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში სწავლობდა და მუშაობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები