ეკა კვესიტაძე: წინა ხელისუფლება აკონტროლებდა მედიას და ამის მსხვერპლი მეც ვიყავი

არავინ კითხვის ქვეშ არ აყენებს, რომ წინა ხელისუფლება აკონტროლებდა მედიას, – ამის შესახებ ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ ტელეკომპანია “რუსთავი2 -ის” გადაცემა “არჩევანში” განაცხადა.
“მე აქ როდესაც ვლაპარაკობდი მედიაზე და მგონი ვახომაც არასწორად გაიგო (ვახო სანაია), არავინ კითხვის ქვეშ არ აყენებს, რომ წინა ხელისუფლება აკონტროლებდა მედიას. ეს იყო ცალსახა და ამის მსხვერპლი მეც ვიყავი.” – განაცხადა ეკა კვესიტაძემ.
ამასთან, მისივე განმარტებით, წინა ხელისუფლების ყველაზე შავი ლაქა იყო 2007 წელს ტელეკომპანია “იმედის” გარშემო განვითარებული მოვლენები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები