ემზარ გოგუაძე: გვაქვს უფლება გიორგი ბარათაშვილის იმპიჩმენტის საკითხი დავაყენოთ

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მონიტორინგის საბჭოს თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ ნეპოტიზმის ფაქტების გამო, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის გიორგი ბარათაშვილის იმპიჩმენტის საკითხი დადგეს, – ამის შესახებ ემზარ გოგუაძემ გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა.
„ჩვენ კანონის მიხედვით გვაქვს უფლება, სამეურვეო საბჭოს წინაშე გიორგი ბარათაშვილის იმპიჩმენტის საკითხი დავაყენოთ.
ამის გარდა, ჩვენ გვაქვს უფლება სამეურვეო საბჭოს ცალკეული წევრისა და მთლიანად სამეურვეო საბჭოს სრული შემადგენლობის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების უფლება პარლამენტის წინაშე. ჩვენ, ნეპოტიზმის ფაქტების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს, ჩვენ მხოლოდ გვაქვს მედიაში გაჟღერებული ინფორმაცია, ეს არ არის დახურული და ადვილად მოსაპოვებელი ინფორმაცია ჩვენი მხრიდან. აქ უნდა გაიყოს საკითხი – არის ნეპოტიზმის საკითხი, თუ არის ინტერესთა კონფლიქტის საკითხი. როცა ნათესავებზეა საუბარი, როცა მეუღლეზეა საუბარი და თუ ამას შვილიც ემატება, მაშინ ნეპოტიზმთანაც გვაქვს შეხება და ინტრესთა კონფლიქტთანაც“, – განაცხადა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მონიტორინგის საბჭოს თავმჯდომარემ ემზარ გოგუაძემ.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ნეპოტიზმის ფაქტებში ამხილეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საზოგადოებრივ მაუწყებელში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობენ გიორგი ბარათაშვილის მეუღლე და ნათესავები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები