უკრაინული მედია – პოროშენკო სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნას აპირებს

უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაციაში მთავრობაში საკადრო ცვლილებების საკითხი განიხილება, რომლის შედეგად ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი შეიძლება ვიცე-პრემიერი გახდეს. ამის შესახებ გამოცემა „აპოსტროფი“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, პრემიერ-მინისტრის პოსტი შეიძლება ფინანსთა მინისტრმა ნატალია იარესკომ დაიკავოს, ხოლო მისი პირველი მოადგილე უმაღლესი რადის წევრი იგორ კონონენკო გახდეს.
პეტრო პოროშენკოს აპარატის წყაროზე დაყრდნობით გამოცემა წერს, რომ სააკაშვილი შესაძლოა, გახდეს ვიცე-პრემიერი რეფორმების ჩატარების საკითხში. „მთავრობაში სააკაშვილის მოსვლით მრავალი ადამიანია დაინტერესებული. მის პიროვნებაში მთავრობისთვის კარგ პოლიტტექნოლოგიას ხედავენ – მას შეუძლია ქვეყანაში რეფორმატორული საქმიანობისთვის ბიძგის მიცემა“, – წერს გამოცემა.
ოდესის გუბერნატორი ბოლო დროს არსენი იაცენიუკის მთავრობას რეგულარულად აკრიტიკებს – ბოლო მისი განცხადება ეხებოდა იმას, რომ მინისტრთა კაბინეტს ოლიგარქები აკონტროლებენ. თავის მხრივ, იაცენიუკმა სააკაშვილის ამ მოსაზრებას „სიცრუე“ უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები