მიხეილ გიორგაძე საქართველოში გერმანიის ელჩს შეხვდა
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილმა, საქართველოში გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ბეტინა კადენბახს უმასპინძლეს.
მიხეილ გიორგაძემ გერმანიის ელჩს სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტები გააცნო.
შეხვედრის დროს, მხარეებმა ქვეყნებს შორის კულტურის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.