რამდენი მოადგილე ჰყავს საზმაუს გენდირექტორს და ჩაანაცვლებს თუ არა რომელიმეს სერგი გვარჯალაძე

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტზე სერგი გვარჯალაძის დანიშვნას გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე თამაზ ტყემალაძე არ ადასტურებს და ამბობს, რომ ტელევიზიაში რა ხდება, არ იცის.
როგორც „კვირას“ ტყემალაძემ განუცხადა, სპორტული ღონისძიების გასაშუქებლად, მივლინებით თურქეთში იმყოფება.
„მე ვიცოდი, რომ შესაძლებელია ეგ მომხდარიყო, მაგრამ მე მივლინებული ვარ ახლა თურქეთში. ჩამოვალ, მაგრამ მერე ისევ გავდივარ შვებულებაში. არ ვიცი, რა ხდება ტელევიზიაში“,-აღნიშნა თამაზ ტყემალაძემ.
მისივე თქმით, მაუწყებლის გენერალურ დირექტორს 6 მოადგილე ჰყავს.
„გენერალურ დირექტორს 6 მოადგილე ჰყავს, მათ შორის მე ჯერჯერობით პირველი მოადგილე ვარ. რომ ჩამოვალ, ასე ადვილად არ გამათავისუფლებენ. ან მაგათზე ნაკლები უნდა ვიყო რაღაცით, ან დანაშაული უნდა მქონდეს“,- დასძინა ტყემალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები