გლდანში ეზოების მოასფალტება გრძელდება

გლდანის რაიონის მუნიციპალიტეტსა და შპს ,,გზამშენი 2“-ის მიერ დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, გლდანის რაიონში კიდევ ექვსი შიდაკვარტალური ეზოს მოასფალტება დასრულდა.
გლდანის IV მ/რ. კ.109-ბ, VI მ/რ.კ.6-8 კორპუსებს შორის 2 712 კვ.მეტრზე, ხოლო ავჭალაში ანდრონიკაშვილის ქუჩის N11, 16 და 21-ა, სარაჯიშვილის N108-ში 2 962 კვ, მეტრ ფართობზე დაზიანებული ასფალტის საფარი მოიხსნა და ახალი დაიგო, ასევე მოეწყო ახალი ბორდიურების რიგი. აღნიშნულ მისამართებზე შექმნილი კომფორტით გლდანის რაიონში მცხოვრები 1250 ოჯახი ისარგებლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები