როგორი ამინდებია მოსალოდნელი უახლოესი დღეების განმავლობაში

უახლოეს დღეებში საქართველოს ცალკეულ რაიონებში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების სუსტი ქარი, – ამის შესახებ “კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა.
რაც შეეხება ჰაერის მოსალოდნელ ტემპერატურას, გვაზავას თქმით, უახლოესი დღეების განმავლობაში ტემპერატურის მკვეთრი კლება მოსალოდნელი არ არის.
“ხვალ დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაიკლებს,თუმცა მომდევნო დღეებში კვლავ მოიმატებს და 35 გრადუსს მიაღწევს. საქართველოს მასშტაბით ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების სუსტი ქარი“, – აღნიშნა დოდო გვაზავამ “კვირასთან“ საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები