“ლუფთჰანზას” მფრინავები დღეს გაფიცვას აპირებენ – შესრულდება თუ არა მიუნხენი-თბილისის ავიარეისები

გერმანული ავიაკომპანია “ლუფთჰანზას” მფრინავები დღეს გაფიცვას აპირებენ.
როგორც პროფესიული გაერთიანება “კოქპიტის” ხელმძღვანელები აცხადებენ, გაფიცვა შეეხება გერმანიის აეროპორტებიდან ყველა რეისს, პირველ რიგში კონტინენტთაშორის ფრენებს.
“კვირა“ დაინტერესდა, შეასრულებს თუ არა ავიაკომპანია “ლუფთჰანზა“ მიუნხენი-თბილისისა და თბილისი-მიუნხენის მიმართულებით ავიარეისებს.
კომპანიაში დარწმუნებით აცხადებენ, რომ დღეისთვის ჩანიშნული რეისი შესრულდება.
ავიაკომპანია “ლუფთჰანზას” მიუნხენი-თბილისის რეისის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 03:05 წუთზე უნდა დაჯდეს. თბილისი-მიუნხენის მიმართულებით კი 4:00 საათზე უნდა გაფრინდეს. რაც შეეხება შემდეგომ პერიოდს, “ლუფთჰანზა“ მგზავრებს ურჩევს, თვალ-ყური ადევნონ კომპანიის ოფიციალურ საიტს, სადაც შესაძლო ცვლილებების შესახებ ინფორმაციები თავსდება. ეს “ლუფთჰანზას” რიგით მე-13 გაფიცვაა. პროფკავშირების წარმომადგენლები არსებულ სატარიფო შეთანხმებას ეწინააღმდეგებიან. ამას გარდა, მფრინავები საპენსიო ასაკის გაზრდას აპროტესტებენ. კერძოდ, იგეგმება საპენსიო ასაკის 59-დან 61 წლამდე გაზრდა. 8 000-მდე რეისი კი გაუქმდა. გასულ წელს ავიაკომპანია “ლუფთჰანზას” თანამშრომლების გაფიცვის გამო, თბილისიდან მიუნხენის მიმართულებით არ შესრულებულა ორი დეკემბრის რეისი, ასევე არ გაფრინდა სამი დეკემბრის რეისი. მაშინ კომპანია “ლუფთჰანზამ” მგზავრები გერმანიაში სხვადასხვა რეისით გაამგზავრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები