კახა კალაძე: ხელისუფლება ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში არავითარ შემთხვევაში არ ჩაერევა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში არავითარ შემთხვევაში არ ჩაერევა.
კახა კალაძის თქმით, ის, რომ ერთ-ერთი კანდიდატის შეხვედრებზე კოალიციის ლიდერები გამოჩნდნენ, არა ჩარევას, არამედ პირადი მოსაზრების გამოხატვას ნიშნავს.
“ხელისუფლება არვითარ შემთხვევაში არ ჩაერევა და ვერავინ ვერ გაბედავს ეს განახორციელოს. მეტიც, მე ზოგიერთი კანდიდატის პრეზენტაციაზე დავინახე ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი, კოალიციის ლიდერები, რომლებიც ღიად უჭერდნენ მხარს ერთ-ერთ კანდიდატს. თუ ეს იგულისხმება ჩარევად, არ მგონია, რომ ეს ჩარევა იყოს. ჩვენდა სამწუხაროდ, დღეს რასაც ვუყურებთ, 35 ადამიანს აქვს ხმის მიცემის უფლება. მოიძიეთ, სხვა ქვეყნებში როგორ ხდება, რაც უფრო მეტი დელეგატი ირჩევს პრეზიდენტს, რაც უფრო მეტი წარმომადგენელი იქნება ჩართული დემოკრატიული მიმართულებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და მისასალმებელია“,-განუცხადა ჟურნალისტებს კახა კალაძემ.
ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები 3 ოქტომბერსაა ჩანიშნული.