ზვიად სიჭინავა თანამდებობიდან გადადგა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა თანამდებობიდან გადადგა, – პოსტის დატოვების შესახებ განცხადება სიჭინავამ ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომაზე განაცხადა.
ხვალიდან ფედერაციას არჩევნებამდე მისი მოადგილე, ალექსანდრე ჩივაძე უხელმძღვანელებს. სიჭინავას განცხადებით, მისი გადადგომის მიზეზი ერთ-ერთი კანდიდატის მხრიდან გაკეთებული განცხადებაა, რომ არჩევნებში არა მარტო იმერეთის გუბერნატორი, არამედ ყველა უნდა ჩაერიოს.
“პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი აცხადებს, რომ არამარტო იმერეთის გუბერნატორი, არამედ ყველა უნდა ჩაერიოს. ამიტომ, მე დღეს გადავდგები და კანონის მიხედვით ბატონი ჩივაძე ხვალიდან შეასრულებს პრეზიდენტის მოვალეობას. არანაირი ზეწოლა არ მომხდარა”, – განაცხადა სიჭინავამ.