შსს-მ “ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის გაქურდვის ბრალდებით ამავე ოფისის თანამშრომელი დააკავა – ვიდეო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული მ. ა. ქურდობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
შს სამინისტროს ცნობით, ისანი-სამგორის მთავარ სამმართველოში შევიდა შეტყობინება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ისნის რაიონული ორგანიზაციის ოფისიდან პერსონალური კომპიუტერის ქურდობის შესახებ. შეტყობინების საფუძველზე დაწყებული გამოძიების დროს დადგინდა, რომ კომპიუტერი ამავე ოფისის თანამშრომელმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ისნის რაიონული ორგანიზაციის წევრმა, მ. ა-მ მოიპარა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს. პოლიციამ პერსონალური კომპიუტერი ლომბარდიდან ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები