ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან სამუშაო შეხვედრა გამართა
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მთავრობის მეთაურს 2016 წლის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები გააცნო. საქართველოს მთავრობა მომავალი წლის ბიუჯეტს თვის ბოლოს პარლამენტს წარუდგენს.