ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან ერთად „ღამის სერენადების“ დასკვნით საქველმოქმედო კონცერტს დაესწრო (ვიდეო)

 

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მეუღლესთან ერთად, საერთაშორისო ფესტივალ „ღამის სერენადების“ დასკვნით საქველმოქმედო კონცერტს დაესწრო, რომელიც “საქართველოს სოლიდარობის ფონდის” საქმიანობას მიეძღვნა. ლიანა ისაკაძისა და ანსამბლ „ვირტუოზების” გადაწყვეტილებით, კონცერტიდან შემოსული თანხა, სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, „საქართველოს სოლიდარობის ფონდში“ გადაირიცხება.

საქველმოქმედო კონცერტში, ლიანა ისაკაძესთან ერთად, მონაწილეობას იღებდნენ მსოფლიოში ცნობილი სოლისტები – დენის შაპოვალოვი (ვიოლინო) და მუჰაი ტანგი (დირიჟორი).

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, დაარსებიდან დღემდე, პრემიერ–მინისტრის ინიციატივით დაარსებულ „საქართველოს სოლიდარობის ფონდში“ მობილიზებულია 3.5 მლნ ლარზე მეტი და დამტკიცებულია ონკოლოგიური დაავადებების მქონე 143 ბავშვისა და ახალგაზრდის დიაგნოსტიკა და მკურნალობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები