გიორგი მარგველაშვილი საქართველოს ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს შოტლანდიის ნაკრებთან გამარჯვებას ულოცავს.
“1:0 – ვულოცავ საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს შოტლანდიის ნაკრებთან გამარჯვებას! წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ფეხბურთელებს!„ – ნათქვამია მილოცვაში.
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე შოტლანდია ანგარიშით 1:0 დაამარცხა. პირველ ტაიმში 38-ე წუთზე გოლი ვაკო ყაზაიშვილმა ლევან მჭედლიძის გადაცემის შემდეგ გაიტანა.
შეხვედრა “დინამო არენაზე” გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები