გიორგი კვირიკაშვილი: ზღვის მიერ გამორიყული ბავშვების კადრები მართლაც შემზარავია

ზღვის მიერ გამორიყული ბავშვების კადრები მართლაც შემზარავია, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტმა გიორგი კვირიკაშვილმა სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ „ამბასადორიალი 2015“-ის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ ვნახეთ ზღვის მიერ გამორიყული ბავშვების შემზარავი კადრები. ეს მართლაც შემზარავია და შეუძლებელია, ადამიანმა ასეთ რაღაცას გულგრილად უყურო. ევროპაში მიგრანტთა დიდი ნაკადის გამო შეშფოთებაა, განსაკუთრებით კი, რამდენიმე ქვეყანაში“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციის პროცესს, გიორგი კვირიკაშვილს პოზიტიური მოლოდინი აქვს. მინისტრი იმედოვნებს, რომ ევროკომისიის დასკვნის გამოქვეყნების დროს მიგრაციის კრიზისი შედარებით ჩაცხრება.
„დიდი იმედი მინდა ვიქონიოთ, რომ იმ მომენტისთვის, როდესაც ჩვენი სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ევროკომისიის დასკვნა დაიდება, ეს მოვლენები შედარებით ჩაქრება. ნამდვილად პოზიტიური მოლოდინი გვაქვს, იმიტომ, რომ ჩვენი მხრიდან სამოქმედო გეგმის კუთხით ყველა ის საშინაო დავალება მართლაცდა ფრიადზე შევასრულეთ, რაც როგორც საკანონმდებლო, ისე ინსტიტუციური კუთხით იყო მოცემული“, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები