შავი ზღვის უნივერსიტეტში „მეიქათონის“ კონკურსი გაიმართება

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის „რობოტიკის კლუბის“ წარმომადგენელმა გიორგი უსანეთაშვილმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა, რის შედეგადაც სექტემბერში შავი ზღვის უნივერსიტეტში მეიქათონი (Make-a-thon) ჩატარდება, რომელიც 3 ოქტომბრიდან 18 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება.
„მეიქათონი“ უნივერსიტეტში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით ჩატარდება.
Make-a-thon არის კონკურსი, სადაც იდეები იქცევიან პროტოტიპებად.
შემოქმედი (MAKERS) და საინტერესო იდეების მქონე ადამიანები, ასევე პროგრამისტები (HACKERS) და მეწარმეები იკრიბებიან და მუშაობენ დასმულ საკითხზე ჯგუფურად, უწყვეტ დროში.
ორ დღეში გუნდებმა უნდა წარადგინონ ერთობლივი მუშაობის შედეგად მიღებული პროდუქტი.
„მეიქათონის“ მიზანია თავი მოუყაროს განათლებულ და ნიჭიერ სპეცილისტებს, რათა მათ გადაჭრან სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული პრობლემები.
ეს იქნება: მორწყვის, სეტყვისგან დაცვის, მოხვნის, დათესვის, მოსავლის აღების, ენერგო მომარაგების, შხამ-ქიმიკატებით შეწამვლის და სხვა მსგავსი სირთულეების იოლად გადასაჭრელად.
ამ კონკურსზე მონაწილეებს ექნებათ ტექნიკური მხარდაჭერა, იმისათვის, რომ ზემოთ ჩამოთვლილი სირთულეები გადაწყვიტონ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ისე, რომ მოსავლის მოყვანის ხარჯები შემცირდეს და მოსავალი დავიცვათ შემთხვევითი განადგურებისაგან.
კონკურსი გათვლილია 16-60 წლამდე ადამიანებისთვის, რომლებსაც საშუალო დონეზე გააჩნიათ ელექტროსქემებისა და ავტომატიზირებული სისტემების შესახებ ცოდნა.
სავალდებულო არ არის მონაწილეები ერკვეოდნენ სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიებში მათ უნდა იცოდნენ: (თანამედროვე ელექტრო მოწყობილობები) ან (ჰიდრავლიკური და მექანიკური ავტომატიზირების საშვალებები).
სულ დაკომპლექტდება 10 ჯგუფი ლოტოტრონის პრინციპით. 3-4 ოქტომბერს, პროგრამის პირველივე დღეებში, მონაწილეებს შეხვდებათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც სპეციალურად იქნება მოწვეული კონკურსზე. ექსპერტები მონაწილეებს მისცემენ რჩევებს და დაეხმარებიან მიზნების სწორად დასახვაში.
4-დან 8 ოქტომბრის ჩათვლით „მეიქათონის“ მონაწილეები იდეების განვითარებაზე და საჭირო მასალების სიის შედგენაზე იმუშავებენ.
12-დან 16 ოქტომბრის ჩათვლით ორგანიზატორები კონკურსანტებს პროტოტიპების შექმნისთვის საჭირო მასალებით უზრუნველყოფენ.
17-18 ოქტომბერს გაიმართება გუნდებში ერთობლივი მუშაობის პროცესი და შექმნიან პროდუქტს/პროტოტიპს, რომელსაც წარუდგენენ ჟიურის, რომლებიც სპეციალურად იქნებიან მოწვეულნი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოდან, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროდან და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან.
კონკურსის დასრულების შემდეგ გამოვლინდება გამარჯვებული გუნდი და გაიმართება დაჯილდოვების ცერემონია.
Make-a-thon-ის გამარჯვებული გუნდის თითოეულ წევრს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი საჩუქრად გადასცემს CY3210PsocEval1 და CY8CKIT-059 PSOC 5LP Prototyping Kit-ის მოწყობილობებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები