დეპუტატებმა გიორგი მარგველაშვილს დაბადების დღე მიულოცეს
საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს დაბადების დღე პარლამენტში მიულოცეს. ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიძემ სხდომის დაწყებამდე აღნიშნა, რომ დღეს პრეზიდენტის დაბადების დღეა.
,,დღეს საქართველოს პრეზიდენტის დაბადების დღეა. ვულოცავ მას ამ დღეს და წარმატებებს ვუსურვებ”, – განაცხადა მანანა კობახიძემ.
სხდომის დაწყებამდე კობახიძემ დაბადების დღე დეპუტატ ხათუნა გოგორიშვილსაც მიულოცა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს 46 წლის გახდა.