გიორგი კვირიკაშვილს შვეიცარიელმა კოლეგამ მისალოცი წერილი გამოუგზავნა

საქართველოს საგარეო საქმეთა ახლად დანიშნულ მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დიდიე ბურკჰალტერმა მისალოცი წერილი გამოუგზავნა.

ბურკჰალტერი თავის ქართველ კოლეგას წარმატებულ საქმიანობას, ხოლო ქვეყანას – წინსვლას და კეთილდღეობას უსურვებს.
„ის შესანიშნავი ურთიერთობები, რომლებიც საქართველოსა და შვეიცარიას გააჩნია, ამ ორ ქვეყანას შორის არსებულ მტკიცე მეგობრობაზეც მიუთითებს. დარწმუნებული ვარ, ეს აქტიური თანამშრომლობა თქვენი მინისტრობის პერიოდში კიდევ უფრო განვითარდება და გაღრმავდება“ – ნათქვამია დიდიე ბურკჰალტერის წერილში, სადაც ის ადასტურებს შვეიცარიის მთავრობის მზადყოფნას ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის, სტაბილურობისა და შერიგების პროცესის გაძლიერებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები