თბილისის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა

თბილისის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო ღოღობერიძემ თანამდებობა დატოვა.

როგორც „კვირას“ თბილისის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნულის მიზეზი შრომითი ხელშეკრულების ვადის ამოწურვა გახდა. მათივე ინფორმაციით, თბილისის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობას მისი მოადგილე, ოთარ ნემსაძე ასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები