გიორგი ალიბეგაშვილი პოლონეთის ელჩს შეხვდა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე – გიორგი ალიბეგაშვილი პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ანჟეი ჩიეშკოვსკის შეხვდა. გიორგი ალიბეგაშვილმა და ანჟეი ჩიეშკოვსკიმ არქიმანდრიტ გრიგოლ ფერაძის წმინდანად შერაცხვის XX და პოლონელი სახელმწიფო მოღვაწის იოსეფ პილსუდსკის გარდაცვალებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების დეტალებზე ისაუბრეს, რომელთა ფარგლებშიც თბილისის ერთ -ერთ ქუჩას პოლონელი სახელმწიფო მოღვაწის სახელი უნდა მიენიჭოს. აღნიშნული ღონისძიებები საქართველოში პოლონეთის საელჩოს ინიციატივით და საკრებულოს მხარდაჭერით განხორციელდება, რისთვისაც ელჩმა საკრებულოს თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა. სამუშაო შეხვედრას, საქართველოში პოლონეთის საელჩოს კულტურის ატაშე და ელჩის მრჩეველი ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები