„ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირების გამო პურის ფასის მატებაზე საუბარი ნაადრევია“
თბილისში ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირების გამო პურის ფასის მატებაზე საუბარი ნაადრევია – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, მაქსიმალურად უწყობენ ხელს როგორც დარგს, ასევე იმ მეწარმეებს, რომლებიც აწარმოებენ პურს.
“ჯერ არ უნდა გავუსწროთ მოვლენებს, ვინაიდან ეს ხვედრითი წილი, ზოგადად, და ელექტროენერგიის კონტრიბუცია არ არის კრიტიკული, ამიტომ არსებობს სხვადასხვა სახის ბიზნესმოდელი, სხვადასხვა ტექნოლოგია. ამიტომ რთულია ამაზე ან კი, ან არა გიპასუხოთ. ჩვენ გვაქვს ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია და რაც გვეხელეწიფება, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს არ მოხდეს”, – განაცხადა დანელიამ.