ველის კაკაჩა ველურ გარემოს დაუბრუნდება
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში, შპს „ტრანსკავკაზუსის“ კუთვნილი ტერმინალიდან შემოსული სატელეფონო შეტყობინების საფუძველზე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ნანახი იქნა შავარდნისნაირთა რიგის, ქორისებრთა ოჯახის წარმომადგენელი – ველის კაკაჩა (Buteo rufinus).
ფრინველს აღენიშნებოდა ფრთის დაზიანება, შესაბამისად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება მისი ქალაქ თბილისის ზოოლოგიურ პარკში გადაყვანის შესახებ.
დაჭრილი ველის კაკაჩა, შესაბამისი მკურნალობის მიზნით, სრულ გამოჯანმრთელებამდე თბილისის ზოოლოგიურის პარკის ბინადარი იქნება.
გამოჯანმრთელების შემდეგ ველის კაკაჩა ველურ გარემოს დაუბრუნდება.