დიმიტრი ქუმსიშვილი: ქალაქი აუცილებლად გამოძებნის რესურსს სოციალურად დაუცველებისთვის

ქალაქი აუცილებლად გამოძებნის რესურსს, რომ სოციალურად დაუცველებისთვის ელექტროენერგიის საფასურის სუბსიდირება მოახდინოს.
ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე სუბსიდირებისთვის საჭირო თანხების დათვლა მიმდინარეობს.
„ჯანდაცვის სამინისტროსა და ქალაქის მუნიციპალიტეტის მერიას შორის უკვე გაცვლილია მონაცემები. მიმდინარეობს გადათვლა, თუ რა თანხები იქნება საჭირო სოციალურად დაუცველებისთვის სუბსიდირების ნაწილში. შესაბამისად, ქალაქი აუცილებლად გამოძებნის ამის რესურსს”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები