კახა კახიშვილი თანამედროვე ნავსადგომის გახსნას დაესწრო
საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრი, კახა კახიშვილი ბათუმში სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მცურავი საშუალებების ბაზირების პუნქტის თანამედროვე ნავმისადგომის გახსნას დაესწრო.
თანამედროვე სტანდარტების სტრატეგიული ობიექტი – ახალი ნავმისადგომი, რომელიც აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით აშენდა, მიზნად ისახავს სანაპირო დაცვის შესაძლებლობების და ქვეყნის საზღვაო უსაფრთხოების გაძლიერებას. ნავმისადგომი აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით და სრულიად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.
თანამედროვე ნავსადგომის გახსნას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, შს მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი, აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ნიკოლას ბერლინელი და მინისტრთა კაბინეტი დაესწრო.