15 სექტემბრისთვის ვაკე – საბურთალოს გზა მხოლოდ ნაწილობრივ გაიხსნება
ვაკე-საბურთალოს ახალი გზის მონაკვეთზე გზა სრულად თვის ბოლოს აღდგება, თუმცა 15 სექტემბრისთვის სავალი გზის ნაწილი გაიხსნება,- ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ურბანული კომისიის თავმჯდომარემ გოჩა ბაბუნაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა. ბაბუნაშვილის განცხადებით, სამუშაოები სტიქიით დაზარალებულ გზაზე 24 -საათიან რეჟიმში მიმდინარეობს, რათა მისი სწრაფი აღდგენა მოხდეს.
„15 სექტემბრისთვის ახალი გზა ნაწილობრივ გაიხსნება. ვაკიდან თამარაშვილის ქუჩაზე გადასასვლელი გზა გმირთა მოედნამდე გაიხსნება. გაიხსნება ვაკე – საბურთალოს გადასასვლელები. სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. 6 გვირაბი უკვე აღდგენილია და სამუშაოები დამთავრებულია. მეშვიდე გვირაბის ნაცვლად შენდება ხიდი. სექტმბრის ბოლოსთვის, შესაძლოა, ცოტა ადრე, გზა სრულად გაიხსნას“,- აღნიშნა გოჩა ბაბუნაშვილმა.