“სერგეი ბეზრუკოვი ცხინვალში ჩასვლას გეგმავს”

რუსი მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ჩასვლას გეგმავს. ამ ინფორმაციას სააგენტო „სპუტნიკი“ ავრცელებს. როგორც სააგენტოს ე.წ. სამხრეთ ოსეთის კულტურის სამინისტროში განუცხადეს, ცხინვალში მისი შემოქმედებითი საღამო გაიმართება. როგორც რუსეთის ე.წ. წარმომადგენელმა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ზნაურ გასიევმა განაცხადა, ცხინვალში ბეზრუკოვი მონაწილეობას მიიღებს ფესტივალში „სტუმრად ლარისა გერგიევასთან“.
შეგახსენებთ, რომ სერგეი ბეზრუკოვი თბილისში 2013 წელს იმყოფებოდა. მისი ჩამოსვლა 2014 წელსაც იგეგმებოდა, მაგრამ რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციასთან დაკავშირებით მსახიობის პოზიციის გამო თბილისში მისი გასტროლები გაუქმდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები