ირაკლი ღარიბაშვილი მეფუტკრეობის განვითარების პროგრამის მიმდინარეობით დაინტერესდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე დაინტერესდა, თუ როგორ მიმდინარეობდა მეფუტკრეობის განვითარების პროგრამა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ეს არის ძალიან კარგი პროექტი, რომელიც დაწყებულია. პრემიერმა დეტალებზე სასაუბროდ სოფლის მეურნეობის მინისტრს ოთარ დანელიას მიმართა.
როგორც ოთარ დანელიამ მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ქართული თაფლი ერთ-ერთია, რომლის ხელშეწყობა, პრაქტიკულად ნულიდან უწევთ. “პირველ რიგში, დავიწყებ საფუძვლით, ეს გახლავთ სამეცნიერო-კვლევითი მიმართულება, რომელიც გულისხმობს მუხურში საველე სადგურის აღდგენას. ეს პროცესი დაწყებულია და მიმდინარე წლის ბოლომდე შევა ექსპლუატაციაში. მიუხედავად ამისა, ჩვენ პროცესი დავიწყეთ, უკვე შევიძინეთ რამდენიმე სკა იმ იშვიათი ქართული ჯიშის ფუტკრისთვის, რომელიც არის მნიშვნელოვანი და ჩვენ გვინდა ხელი შევუწყოთ ამ მიმართულებით. დღეს ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს ასევე მეფუტკრეობის კოოპერირების ხელშეწყობის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს 164 კოოპერატივის ხელშეწყობას, მათ შორის 80 არის მაღალმთიან რეგიონებში. ძალიან მნიშვნელოვანია ეს პროექტი, ვინაიდან ითვალისწინებს კეთილსაიმედოობის კუთხით იდენტიფიკაციას და მიკვლევადობას თითოეული სკის საქართველოში, ასევე საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას. მე ადრეც მოგახსენეთ, რომ ჩვენ გვქონდა გარკვეული ხარვეზები ხარისხთან მიმართებაში, არის ნაკლოვანებები წარმოების და წარმადობის კუთხით, ვინაიდან ჩვენ გაცილებით ნაკლები მოგვყავს საშუალოდ შეწონილ ერთ სკაზე, ვიდრე ეს უნდა იყოს საერთაშორისო სტანდარტებით და ყველა ამ პროცედურის ხელშეწყობას ითვალისწინებს ეს პროექტი”, – განაცხადა დანელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები