რას წერს აზერბაიჯანში მომხდარ მიწისძვრაზე ადგილობრივი მედია

აზერბაიჯანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში დღეს დილით 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ სააგენტო „ტრენდი“ იუწყება. როგორც სააგენტოს ქალაქ შეკის მოსახლეობამ შეატყობინა, მიწისქვეშა ბიძგების შედეგად ზოგიერთ საცხოვრებელ სახლს ბზარები გაუჩნდა. ამ ინფორმაციის მიხედვით მიწისძვრას მოსახლეობის პანიკა მოჰყვა.
აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრას მსხვერპლი და ნგრევა არ გამოუწვევია. „ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ნგრევა არ არის, მაგრამ მიმდინარეობს ამ ინფორმაციის გადამოწმება. დამატებით დეტალებს მოგვიანებით შეგატყობინებთ“, – განაცხადა საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ოგტაი ბაირამოვმა. მიწისძვრა მეზობელ საქართველოში და სომხეთშიც იგრძნობოდა წერს ადგილობრივი მედია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები