სასჯელაღსრულების სამინისტრო შინაპატიმრობის უზრუნველსაყოფად 200 სამაჯურს შეიძენს

სასჯელაღსრულების სამინისტრო შინაპატიმრობის უზრუნველსაყოფად 200 სამაჯურს შეიძენს, ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მინისტრმა კახა კახიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, თავდაპირველად სამაჯურებით, არასრულწლოვანი პირები ისარგებლებენ.

“შინაპატიმრობა უნდა ამოქმედდეს 2015 წლის სექტემბრიდან. აქედან გამომდინარე, დავადგინეთ კომპანია, რომელიც აწარმოებს და 30 ქვეყანაში ამუშავებს ელექტრონულ სამაჯურებს შინაპატიმრობის უზრუნველსაყოფად. უკვე გვქონდა მასთან მოლაპარაკებები. აღნიშნული საკანონმდებლო ნორმის უზრუნველყოფის მიზნით თავდაპირველად ვგეგმავთ შევიძინოთ 200 ერთეული შესაბამისი სამაჯური თავისი სერვერებით და მომსახურებით”, – განაცხადა კახიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნული 5200 ათასი ამერიკული დოლარი ჯდება, სამაჯურებით კი, პირველ რიგში, არასრულწლოვანი პირები ისარგებლებენ.
“ეს იქნება ახალი ეტაპი მართლმსაჯულების სფეროში, რადგან მსგავსი მექანიზმი პირველია რეგიონში. სამაჯურების დამკვიდრება მნიშვნელოვნად შეამცირებს შემდგომში პატიმრების რაოდენობას”, – აღნიშნა კახიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები