ოკუპირებული აფხაზეთი და ვენესუელა უვიზო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას გეგმავენ

ოკუპირებული აფხაზეთი და ვენესუელა რამდენიმე ხელშეკრულების გაფორმებას გეგმავენ, მათ შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ. სააგენტო „სპუტნიკის“ ცნობით, ამის თაობაზე ჟურნალისტებს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიჩესლავ ჩირიკბამ განუცხადა.
„ვენესუელის ელჩთან ხუან ვისენტე პარედეს ტორეალბასთან გამართულ შეხვედრაზე ჩვენ ყველა სფეროში, მათ შორის ეკონომიკის საკითხებში თანაშრომლობის პერსპექტივები განხვიხილეთ. იგეგმება რამდენიმე ხელშეკრულების გაფორმება, მათ შორის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ“, – განაცხადა ჩირიკბამ.
ვენესუელამ აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 2009 წლის 10 სექტემბერს აღიარა. მანამდე საქართველოს ოკუპირებული რეგიონები რუსეთმა და ნიკარაგუამ ცნეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები