გიორგი აბაშიშვილი: სამწუხარო ფაქტია, რომ პარლამენტმა პრეზიდენტის შენიშვნები არ გაითვალისწინა

“პარლამენტმა “ეროვნულ ბანკთან” დაკავშირებით პრეზიდენტის შენიშვნები არ გაითვალისწინა, რაც სამწუხარო ფაქტია”, – ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარისას განაცხადა.
აბაშიშვილის ინფორმაციით, პრეზიდენტი უკვე ვეტოდაძლეულ კანონპროექტზე ხელმოწერასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას კონსტიტუციით გათვლილ ვადებში მიიღებს.
“სამწუხაროა, რომ არ იქნა გაზიარებული პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები. ორმაგად სამწუხაროა, რომ თავდაპირველი კანონის მოტივი, რომელიც ითვალისწინებდა ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის გატანას, უარგუმენტო იყო. ასევე ვეტოს დაძლევის პროცესში იყო აბსოლუტურად ნული არგუმენტი იმისა, თუ რატომ არ შეიძლებოდა გაზიარებულიყო პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები. პირიქით, შენიშვნები გვაძლევდა შესაძლებლობას, თავიდან აგვეცილებინა რისკები, რომელიც დაიწყება კანონპროექტის ძალაში შესვლის მომენტიდან. რაც შეეხება კანონპროექტზე ხელის მოწერას, პრეზიდენტი კონსტიტუციით გათვლილ ვადებში მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას”, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
პარალმენტმა დღეს ,,ეროვნულ ბანკთან” დაკავშირებით პრეზიდენტის შენიშვნები არ გაითვალისწინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები