არჩილ თალაკვაძე და გოგა რაზმაძე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ კონფერენციას დაესწრნენ

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გოგა რაზმაძე სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ ევროკავშირის მხარდაჭერით ორგანიზებულ კონფერენციას დაესწრნენ. კონფერენციაზე არასამთავრობო ორგანიზაციამ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ქვეითებისა და მძღოლების ქცევის შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგები წარადგინა.
როგორც “კვირას“ უწყებიდან აცნობეს, კონფერენციის მიზანი იყო დაინტერესებული მხარეებისთვის ინფორმაციის მიწოდება იმ მიზეზების შესახებ, რის გამოც ქვეითები და მძღოლები საგზაო მოძრაობის წესებს არღვევენ. კონფერენციის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამაზე ისაუბრეს, რომელიც შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილის დავალებით მზადდება და უახლოეს მომავალში განხორციელდება. ღონისძიებას ასევე დაესწრნენ ქალაქ თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ლექვინაძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, განათლებისა და მეცნიერების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების წარმომადგენლები, ამერიკის შეერთებული შტატების, ნიდერლანდების სამეფოს, ესტონეთის რესპუბლიკის საელჩოების წარმომადგენლები, არასამთავრობო სექტორი და სხვა დაინტერესებული მხარეები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები