ოთარ დანელიამ ელჩებს ექსპორტის პოტენციალის მქონე 21 პროდუქტის სია წარუდგინა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მომზადებული აქვს მთელი რიგი მიმართულებებისა, რომელიც პრიორიტეტულია ქვეყნისთვის -ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მინისტრმა ამბასადორიალის ფარგლებში ელჩებს ექსპორტის პოტენციალის მქონე 21 პრიორიტეტული პროდუქტის სია წარუდგინა.
“ჩვენ ექსპორტის პოტენციალის მატარებელი 21 პრიორიტეტული პროდუქტის სია დავარიგეთ და მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით უკვე კონკრეტული პოლიტიკა დავიწყოთ. მოგეხსენებათ, ჩვენთვის საექსპორტო ბაზრის დივერსიფიკაცია უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, ამაში ელჩების ხელშეწყობა ძალიან დიდია და ეს ხელშეწყობა კიდევ გაგრძელდება”, – განაცხადა დანელიამ. სოფლის მეურნეობის სამინისტრო ევროპულ ბაზარზე თხილის, ქართული ღვინის და ასევე იმ პროდუქტების განატანს ვარაუდობს, რომლებიც ამ დრომდე არ მოხვედრილა ევროპულ ბაზარზე, მაგალითად თაფლი, ჩაი და სხვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები