უკრაინელებმა სააკაშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარადგინეს

ელექტრონული პეტიციების საიტზე, სადაც უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსადმი მოწოდებები გროვდება, გაჩნდა პეტიცია უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის შესახებ.
პეტიციას უკვე 1000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი. ინიციატივის ავტორების აზრით, მხოლოდ სააკაშვილს შეუძლია უკრაინაში რეფორმების გატარება.
აღნიშნულ ინიციატივას უკრაინის პრეზიდენტი იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ მას 3 თვეში 25 ათასი ადამიანი დაუჭერს მხარს. პორტალის მუშაობის კომენტირებისას პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ დიმიტრი შიმკივმა აღნიშნა, რომ ეს „ელექტრონული დემოკრატიის“ მაჩვენებელია.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ საქართველოს ექსპრეზიდენტმა და ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის უკრაინის პრემიერ-მინისტრობას არ აპირებს, ვინაიდან ამ ქვეყანაში ისედაც ბევრი ღირსეული ადამიანია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები