საქართველოსა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საზღვარზე გადაადგილება აღდგა

„უცხოეთის მოქალაქეებისთვის“ მდინარე ენგურზე არსებულ ე.წ. სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე გადაადგილება ჩვეულ რეჟიმში აღდგა. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკს“ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში შეატყობინეს.
ოთხშაბათს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოხუმის დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, ე.წ. ენგურის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე „უცხოეთის მოქალაქეთა“ გადასვლა დროებით შეიზღუდა. ეს გადაწყვეტილება „ტექნიკური მიზეზებით“ იყო გამოწვეული.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერის რაულ ხაჯიმბას განცხადება, რომლის მიხედვით ის საქართველოსა და აფხაზეთს შორის ე.წ. საზღვარზე ტვირთების გადატანაზე კონტროლის დაწესებას ითხოვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები