კლუბები, რომლებსაც საარჩევნო ხმა არ აქვთ, ფედერაციისგან მანდატს ითხოვენ

3 ოქტომბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტის არჩევისას, ხმის მიცემა მხოლოდ სფფ-ის წევრ კლუბებს ექნებათ. ასეთი კი მხოლოდ 13-ია. დანარჩენებს არც ფედერაციის წევრის სტატუსი აქვთ და, აქედან გამომდინარე, არც ხმის უფლება. აღნიშნული უფლების მისაღებად დანარჩენმა კლუბებმა ფედერაციაში განცხადება შეიტანეს.

ბერიკა შუკაკიძე, საჩხერის „ჩიხურას“ დირექტორი: „საჩხერის „ჩიხურამ“ ჯერ კიდევ ორი წლის წინ შეიტანა მოთხოვნა ფეხბურთის ფედერაციის წევრობაზე, მაგრამ მაშინ უარი გვითხრეს. ახლა ისევ ვცდით და იმედია, შედეგს მივაღწევთ. ჩვენთვის გაუგებარია, რატომ უნდა ეთქვას უარი „ჩიხურას“, ერთ-ერთ წარმატებულ ქართულ კლუბს“.

ბადრი მაჭავარიანი, „რუსთავის“ დირექტორი: „დღეს სწორედ „რუსთავია“ ის კლუბი, რომელიც ქალაქ რუსთავის საფეხბურთო ინტერესებს გამოხატავს. კლუბი თამაშობს პირველ ლიგაში და ასი პროცენტით ადგილობრივი მთავრობისგან ფინანსდება. რაც მთავარია, ჩვენ ვართ რუსთავის „ოლიმპის“ სამართალმემკვიდრე, „ოლიმპი“ კი ფედერაციის წევრიც იყო და საარჩევნო ხმის უფლებაც ჰქონდა“.

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები