თბილისში დენი გაძვირდა

სემეკ-ის დღევანდელი გადაწყვეტილებით, თბილისის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის გადასახადი გაიზარდა. ელექტროენერგიის შესყიდვის საუშალო შეწონილი ფასი 5.480 თ/კვტსთ იყო, ახლა კი, 11.173 თ/კვტსთ გახდა.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, დღგ-ს გარეშე, 101 კვტსთ-ის ჩათვლით დენის ფასი, 8.034 თეთრი/კვტსთ ნაცვლად, იქნება 11.000 თ/კვტსთ; 101 კვტსთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით, 10.56 თეთრი/კვტსთ ნაცვლად, ფასი იქნება 14.400 თ/კვტსთ; 301 კვტსთ-დან და მეტი – 14.998 თეთრი/კვტსთ ნაცვლად, 18.200 თ/კვტსთ.

შეგახსენებთ, ახალი ტარიფის დადგენის მიზნით, “თელასმა” კომისიას მიმდინარე წლის 23 ივლისს მიმართა. კომპანიამ სატარიფო განაცხადის წარდგენის მთავარ საფუძვლად აშშ დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არსებითი ცვლილება, შესასყიდი ელექტროენერგიის გაზრდილი ფასი და ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფის ზრდა დაასახელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები