დიმიტრი ქუმსიშვილი ელჩებს საქართველოს მაკროეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოში აკრედიტირებულ ელჩებს შეხვდება და საქართველოს მაკროეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ისაუბრებენ.
როგორც ქუმსიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრაზე სურთ, ელჩებს მიაწოდონ მაკროეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია.
“ასევე გვინდა ყურადღება გავამახვილოთ იმ პროექტებზე, რომელიც ხორციელდება დღეს ეკონომიკაში. იმ პრიორიტეტებზე, რომელიც ჩვენ ეკონომიკაში გვაქვს. შესაბამისად, ვთხოვოთ მათ ჩართულობა ამ მიმართულებით, ვინაიდან მათი თანადგომა და მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის პოპულარიზაციის მიმართულებით, ასევე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით. ასევე ზოგადად იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის პრომოუშენი იყოს დადებითი და კარგი იმ ქვეყნებში, სადაც ისინი საქმიანობენ”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები