დიმიტრი ქუმსიშვილი: გიორგი კვირიკაშვილის მიერ დაწყებული რეფორმები გაგრძელდება

გიორგი კვირიკაშვილის მიერ დაწყებული რეფორმები გაგრძელდება და ლოგიკურ დასასრულამდე მივა, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ეკონომიკური კურსის უწყვეტობა.
“მე აღვნიშნე და გავიმეორებ, ბატონი გიორგის მიერ დაწყებული ყველა პროექტი გაგრძელდება. ქვეყნის სტაბილური ეკონომიკური განვითარებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ეკონომიკური კურსის უწყვეტობა. შესაბამისად, ყველა რეფორმა, რომელიც ბატონი გიორგის მიერ იყო დაწყებული, გაგრძელდება და ლოგიკურ დასასრულამდე მივა”, – აღნიშნა ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები