ელისაბედ მეორის საქორწინო ტორტის ნაჭერი აუქციონზე 750 ათას დოლარად გაიყიდა

დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ მეორის საქორწილო ტორტის ნაჭერი აუქციონზე 500 ათას გირვანქა სტერლინგად, ანუ 750 ათას დოლარად გაიყიდა. ეს თანხა ტორტის ნაჭერში ლოს -ანჯელესის მკვიდრმა გადაიხადა, რომლის ვინაობაც არ სახელდება.
ტორტის ნაჭერი აუქციონზე აღმოსავლეთ სუსექსის მკვიდრმა გამოიტანა, რომლის ვინაობაც ასევე არ სახელდება. ბრიტანეთის დედოფლის ქორწილიდან 68 წელი გავიდა, მაგრამ ნაჭერმა ამ დროს გაუძლო. ტორტის ნაჭერს მთელი ამ ხნის განმავლობაში არავინ შეხებია, ის სპეციალურ ქაღალდში იყო გახვეული და ორიგინალურ ყუთში იდო. ქალმა ეს ყუთი მამისგან მიიღო, რომელიც დედოფლის ქორწინების ცერემონიას ესწრებოდა. სპეციალისტების თქმით, ტორტის სიძველის მიუხედავად, ის საკვებად ჯერ კიდევ ვარგისია ალკოჰოლის მაღალი შემცველობის წყალობით.
ელისაბედ მეორის ქორწილი1947 წლის 20 ნოემბერს გაიმართა. წვეულებაზე დესერტს შემდეგი სათაური მოუფიქრეს: „10 ათასი მილის სიგრძის ტორტი“. საქმე ისაა, რომ მისი ინგრედიენტები – ხილი, ასევე რომი და ბრენდი ავსტრალიასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან ჩამოიტანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები