“პოზიცია” კიევში კონფლიქტების მოგვარების თემასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობდა – ვიდეო

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პოზიციის“ ხელმძღვანელი პირები, 24-იდან 30 აგვისტოს ჩათვლით, უკრაინის დედაქალაქში გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური ოფისის დაფინანსებით გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობდნენ.
მასპინძელ ორგანიზაციას წარმოადგენდა SVIT Ukraine. პროექტის ორგანიზატორები იყვნენ SCI Germany, AVI Moldova, ArmActive Armenia და SVIT Ukraine. პროექტის ფარგლებში შეკრებილი იყვნენ სხვადასხვა ქვეყნის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ძირითადად ახალგაზრდები, ისეთი თემების განსახილველად, როგორიც არის სამშვიდობო კუთხით განათლება, კონფლიქტები, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა და კულტურათაშორისი სწავლება. ორგანიზაციამ წარმატებით მიიღო მონაწილეობა სამშვიდობო თემატიკის საკითხების განხილვაში.
,,პოზიციის“ ხელმძღვანელმა პირებმა იმსჯელეს ანტიძალადობრივი ქმედებებისთვის საჭირო ღონისძიებების, სამომავლო კოორდინაციისა და ქვეყნებში სტაბილიზაციისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამშვიდობო პროცესებში აქტიური ჩართულობის შესახებ. ორგანიზაცია ,,პოზიციამ“ სამშვიდობო კუთხით საკუთარი საგანმანათლებლო გამოცდილებები გაუზიარა პროგრამაში ჩართული ქვეყნების არასამთავრობოების წარმომადგენლებს და განიხილა არაძალადობრივ აქციებსა და სამშვიდობო პოლიტიკის მონაწილეობისთვის აუცილებელი დეტალები, სხვადასხვა ტიპის კონფლიქტის ასპექტები. ,,პოზიციამ“ აქტიური თანამონაწილეობა მიიღო კულტურათაშორისი ცოდნის გაზიარებისას, წარადგინა საქართველოს დადებითი კუთხით წარმომჩენი ვიდეოები, ფოტომასალები, ისაუბრა ქვეყნის კეთილდღეობისთვის საჭირო აუცილებლობებსა და იმ წინგადადგმულ ნაბიჯებზე, რაც ბოლო წლებში დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით თვალშისაცემია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები