საფრანგეთში საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება სექტემბერში უნდა დასრულდეს

რატიფიცირების პროცესი არ გაწელილა, უბრალოდ, საფრანგეთი დიდი ქვეყანაა და ძალიან ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი, – ამის შესახებ საფრანგეთში საქართველოს ელჩმა ეკა სირაძე-დელონემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ელჩის განცხადებით, საფრანგეთში საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მიმდინარე წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს.
“რატიფიცირების პროცესის გაწელვა არ მომხდარა, უბრალოდ, საფრანგეთი დიდი ქვეყანაა და ძალიან ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი. შესაბამისად, მათი პროცედურული საკითხები საკმაოდ დიდ დროს იკავებს. პროცესი ფაქტობრივად დასრულებულია და დარჩენილია ბოლო ეტაპი, რაც არის სენატში კენჭისყრა და ამის შემდეგ დასრულდება. ველოდებით, რომ სექტემბერში იქნება კენჭისყრა და საბოლოოდ დასრულდება. პოლიტიკური გადაწყვეტილება არსებობს და საფრთხე, რომ კენჭი არ ეყაროს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას, არ არის”, – განაცხადა ეკა სირაძე-დელონემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები