ბათუმში სასაზღვრო პოლიციის მცურავი საშუალებების ბაზირების პუნქტის ნავმისადგომი გაიხსნა – ვიდეო

ბათუმში სასაზღვრო პოლიციის მცურავი საშუალებების ბაზირების პუნქტის ნავმისადგომი გაიხსნა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ის მთავრობას მადლობა გადაუხადა.
პრემიერის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს პარტნიორი და მეგობარი სახელმწიფოა, რომელიც ჩვენ ქვეყანას მუდმივად უდგას გვერდში.
„მინდა მადლობა გადავუხადო აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ბატონ ნიკოლას ბერლინერს, ასევე აშშ-ის საელჩოს ყველა თანამშრომელს, მთავრობის წევრებს. ჩემთვის განსაკუთრებული დღეა დღეს, ვინაიდან ყველა ერთად ვზეიმობით ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის და ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს, აშშ-ს და საქართველოს შორის განხორციელებულ კიდევ ერთი წარმატებული პროექტის საზეიმოდ გახსნას. ესაა განსაკუთრებული დღე, ვინაიდან დღეს ჩვენ შევიკრიბეთ ამ ულამაზეს რეგიონში, ბათუმში, რომ გავხსნათ თანამედროვე ნავმისადგომი, რომელიც მთლიანად არის დაფინანსებული ჩვენი მეგობარი ქვეყნის ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, ამიტომ მე მინდა პირველ რიგში დიდი მადლობა გადავუხადო აშშ-ის მთავრობას, ამერიკის ელჩის მოვალების შემსრულებელს, საელჩოს თითოეულ თანამშრომელს, ასევე თავდაცვის საფრთხეების შემცირების ხელმძღვანელობას, სააგენტოს წარმომადგენლებს, ამერიკის სანაპირო დაცვის ხელმძღვანელობას და აგრეთვე საქართველოში თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს, ექსპორტის კონტროლის და სასაღვრო უსფართხოების პროგრამის წარმომადგენლებს. ისინი ყველაფერს აკეთებდნენ, რათა საქართველოს სანაპირო დაცვა გახდეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, ეფექტიანი და მაღალპროფესიული“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით,  სამი წლის განმავლობაში მოხდა სანაპირო დაცვის ფლოტის მოდერნიზაცია, მცურავი ერთეულების ტექნიკური შესაძლებლობების გაზრდა და მათთვის უსაფრთხო ბაზირების პირობების შექმნა.
„სამი წლის განმავლობაში ჩვენი სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის განვითარების მიზნით მოხდა სანაპირო დაცვის ფლოტის მოდერნიზაცია. მცურავი ერთეულების ტექნიკური შესაძლებლობების გაზრდა და მათთვის უსაფრთხო ბაზირების პირობების შექმნა. ასევე მასობრივი განადგურების იარაღის წინააღმდეგ ბრძოლის შესაძლებლობის გაზრდა. ჩვენი მეგობარი სახელმწიფო ამერიკა, მუდმივად გვიდგას მხარში. რამდენიმე ათეულობით და ასეულობით მილიონი დოლარის დახმარება აქვს მიღებული პირდაპირი და არაპირდაპირი სახით ჩვენ მთავრობას, სახელმწიფოს, ხალხს. ამიტომ მე მსურს კიდევ ერთხდელ მადლიერებით აღვნიშნო თქვენს მიერ დაფინანსებული ყველა პროექტი ბატონო ელჩო. ესაა ძალიან დიდი დახმარება ჩვენთვის. ამერიკის მთავრობა მხარში გვიდგას იმისთის, რომ საქართველოს სანაპირო დაცვა იყოს ისეთი, როგორიც ჩვენ გვეკადრება, ისეთი როგორიც აქვს წამყვან საზღვაო სახელმწიფოებს. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთის, რომ ის სტადარტები, რომელიც არის დამკვიდრებული წამყვან საზღვაო სახელმწიფოებში გადმოვიტანოთ და დავნერგოთ საქართველოში. ამერიკა ჩვენ გვეხმარება, რომ მომზადდეს კადრები, მოეწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, მოხდეს ტექნიკური აღჭურვა. 2013 წლის 2 აპრილს ბატონმა რიჩარდ ნორლანდმა და მე, მაშინ შს მინისტრი გახლდით, საძირკველი ჩავუყარეთ ერთობლივი საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრის მშენებლობას, რომელიც დღეს უკვე გამართულია და აბსოლუტურად თანამედროვე ცენტრია, რომელიც დღეს ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი სახელმწიფოს საზღვრის დაცვის და სასაზღვრო რეჟიმის განმახორციელებელი სამსახურების კოორდინირებულ მუშაობაში. დღევანდელი დღე არის კიდევ ერთი წარმატებული მაგალითი ჩვენი მეგობრობის და თანამშრომლობის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები