ვანის მუნიციპალიტეტის კომუნალური სამსახურის ადმინისტრაციის უფროსი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს – ვიდეო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე ააიპ „ვანის მუნიციპალიტეტის კომუნალური სამსახურის“ ადმინისტრაციის უფროსი, გია ნიკოლეიშვილი დააკავა.
როგორც „კვირას“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურიდან აცნობეს, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, ვანის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული სპეცტექნიკით უკანონოდ სარგებლობის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 500 ლარი.
დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9-წლამდე ვადით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები